ფეხბურთი

12:35 | 28.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ შაარავი: "სტეფანი არსად გადასვლას არ აპირებს"

სტეფან ელ შაარავის ძმამ, რომელიც ასევე იტალიელის აგენტი გახლავთ, უარყო ჭორები იმის შესახებ, თითქოს შაარავი “ტორინოში” გადასვლას გეგმავს, მეტიც მანუელის თქმით ის “რომაში” რჩება.

“სტეფანი რომში ბედნიერია და საქმე კარგად მიდის. გარწმუნებთ, რომ არცერთ სხვა კლუბში გადასვლას არ გეგმავს. ჭორები იმის შესახებ, თითქოს “ტორინოში” გადადის სიმართლეს არ შეესაბამება.

“ფიორენტინა”? მე ამ ტრანსფერსაც გამოვრიცხავ, მიუხედავად იმისა, რომ პანტალეო კორვინო სტეფანის დიდი თაყვანისმცემელია. ჩვენ შემოთავაზება გვქონდა პრემიერლიგის გუნდიდან, მაგრამ მათი წინადადებაც არ მივიღეთ”, - განაცხადა მანუელ ერ შაარავიმ.

გასულ სეზონში 25 წლის მოთამაშემ “რომას” მაისური 44-ჯერ მოირგო და 9 გოლის გატანაც მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120885