ფეხბურთი

11:42 | 28.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

შჩესნი: "რონალდუსთან ერთად ლიგაზე ოცნება რეალური გახდა"

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ვოიცეხ შჩესნი მიიჩნევს, რომ “ბებერ ქალბატონს”, კრიშტიანუ რონალდუს დამატების შემდგომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსები გაეზარდა.

“რა თქმა უნდა, რონალდუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსები უფრო მაღალია. ჩვენ კვლავ ვოცნებობთ, მაგრამ პოტუგალიელთან ერთად ეს ოცნება უფრო რეალისტური გახდა. ახლა უფრო მეი ზეწოლა გვექნება, თუმცა ეს უფრო გაგვაძლიერებს.

ჩვენ ყოველთვის გვინდა საუკეთესო ფეხბურთელებთან თამაში. რონალდუს გამოჩენა გვარწმუნებს იმაში, რომ წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა უკეთესი იქნება განსხვავებით წინანდელებისა”, - განაცხადა პოლონელმა კიპერმა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ტურინული გრანდი ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ორჯერვე დამარცხდა. რაც შეეხება კრიშტიანუს, “ბიანკონერომ” პორტუგალიალის სანაცვლოდ 112 მილიონი ევრო გადაიხადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109724