ფეხბურთი

10:49 | 28.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკის ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა

მექსიკის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხუან კარლოს ოსორიომ გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია მექსიკის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა.

“ხუან კარლოს ოსორიომ მექსიკის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკების შემდგომ ჩრდილოამერიკული გუნდის გაწვრთნაზე უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მისი ნაკრებში 2022 წლამდე დარჩენა გვსურდა”, - ნათქვამია ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

57 წლის სპეციალისტმა მექსიკა 2015 წელს ჩაიბარა და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვედფინალში გაიყვანა, სადაც ბრაზილიის ნაკრებთან 2:0 დამარცხდა. 2015 წლის ნოემბრიდან მოყოლებული მასთან ერთად გუნდმა 52 მატჩი ჩაატარა, რომლიდანაც 33 მოიგო, 10 წააგო და 9 ფრედ დაასრულა.

აქვე გეტყვით, რომ დიდი ალბათობით ოსორიო აშშ-ს ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.

0.116459