ფეხბურთი

23:43 | 27.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლმა" მუტოს ტრანსფერი დაადასტურა

იაპონიის ეროვნული ნაკრების და "მაინცის" თავდამსხმელი იოშინორი მუტო კარიერას "ნიუკასლში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია "კაჭკაჭების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

კლუბები ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ და აზიელი სამუშაო ნებართვის მოლოდინშია და დადასტურების შემდეგ გარიგება ოფიციალურ სახეს მიიღებს. მუტომ "ნიუკასლთან" პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ასევე ცნობილია, რომ გერმანული კლუბი 9.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

მუტო "მაინცს" "ტოკიოდან" 2015 წელს შეუერთა. მას შემდეგ იოშინორიმ 72 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 6 მილიონი ევროა.

0.104005