ფეხბურთი

21:36 | 27.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო "მილანში" რჩება

"მილანის" სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ განაცხადა, რომ ჯენარო გატუზო კლუბში მუშაობას გააგრძელებს და მის შეცვლას ხელმძღვანელობა არ აპირებს. იტალიური მედია კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ "როსონერის" ახალი თავკაცი შესაძლოა ანტონიო კონტე გახდეს.

"გატუზო მწვრთნელის პოსტს არ დაკარგავს და სხვა ვარიანტებს არც განვიხილავთ." - განაცხადა ლეონარდომ პრესკონფერენციაზე.

გატუზომ "მილანი" გასული წლის ნოემბერში ჩაიბარა. მას შემდეგ "როსონერიმ" 34 მატჩიდან 17 მოიგო და 9 ფრედ დაასრულა. გასულ სეზონში გატუზოს გუნდმა იტალიის ჩემპიონატში მეექვსე ადგილი დაიკავა.

0.11166