ფეხბურთი

21:05 | 27.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ვერდერმა" ჰოლანდიელი ფეხბურთელი დაიმატა

ჰოლანდიის ნაკრების წევრი დავი კლაასენი ბრემენის “ვერდერში” ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გუნდი ოფიციალურად ადასტურებს, თუმცა ტრანსფერის დეტალები უცნობია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, “ევერტონმა” 12 მილიონი ევრო მიიღო. აღსანიშნავია, რომ 1 წლის წინ ლივერპულელებმა “აიაქსს” 26 მილიონი გადაუხადეს.

გასულ სეზონში 25 წლის კლაასენმა პრემიერლიგაში მხოლოდ 7 შეხვედრა ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

0.117485