ფეხბურთი

17:00 | 27.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო: "ბონუჩიმ "იუვენტუსში" დაბრუნება თავად მოითხოვა"

იტალიური “მილანის” ახალი ტექნიკური დირექტორი ლეონარდო ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითად ლეონარდო ბონუჩის “იუვენტუსში” დაბრუნება სურს.

როგორც ბრაზილიელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს იდეა ბონუჩის სურვილით დაიბადა:

“იუვენტუსთან” მოლაპარაკებები ბონუჩის მოთხოვნის შედეგად დაიბადა. ყველაფერი მისი იდეა იყო. ვნახოთ, რა მოხდება, ვცდილობთ გამოსავალი ვიპოვოთ თუ ეს შესაძლებელი იქნება”, - თქვა ლეონარდომ.

შეგახსენებთ, “მილანის” კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი “იუვენტუსში” დაბრუნების სურვილს გამოთქვამს და ამ მიზნით მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ “მილანი” ბონუჩის სანაცვლოდ მატია კალდარას ითხოვს, მაგრამ “იუვესთვის” ეს წინადადება მიუღებელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122734