"ბარსელონამ" ორი დღის წინ "ბორდოდან" ბრაზილიელი შემტევი მალკომი 41 მილიონ ევროდ იყიდა. ბრაზილიელმა კი მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის "ბარსაში" თამაში დიდი პატივი და გამოწვევაა.
"ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. ეს ჩემი ოცნებაა. "ბარსელონაში" თამაში დიდი გამოწვევაა. იმედი მაქვს გულშემატკივრების პატივისცემას დავიმსახურებ. მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ის ლეგენდაა და იმედია მისგან ბევრს ვისწავლი"- განაცხადა მალკომმა თავისი ტვიტერის გვერდზე.





