თამაშგარე

10:55 | 27.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბურთისმოყვარე შალანა სანტანას

თუკი ბრაზილიელები არ იღლებიან ულამაზეს ასულთა ასპარეზზე გამოგოგმანებითა და ჩვენი დაფეთებით, ვითომ ჩვენ რატომ უნდა დავიღალოთ ბრაზილთა ქვეყნის დიდებულ დიაცთა გამომზეურებით?! მით უმეტეს, როდესაც ზაფხულია და ფიქრნი ჩვენნი ოდეს მშვენიერებაზედაა გადაგებული.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ კიდევ ერთ უშხვართეს ბრაზილიელ ლამაზმანს, ცნობილ მოდელსა და საზოგადო მოღვაწეს - შალანა სანტანას, რომელიც უკვე 32 წლისაა მოყრილი, თუმცა ხელიხელსაგოგმანეობაში ბევრ მასზე უფრო ახალგაზრდა ასულს მთვრალი თიანელივით გადაუდგება და რამე რომ იყოს - წინაც არ გაუშვებს!

შალანა სანტანა რა გასაკვირია, რომ ბრაზილიის მისებრ დიდებული ასულთა მსგავსად ფეხბურთითაა მოწამლული და თავს ისიც ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების თილისმად რაცხას. სხვებთან შედარებით შალანას უპირატესობა კი ისაა, რომ უმრწმეს ასაკში თავადაც კოხტად თამაშობდა ფეხბურთს და ბურთის გორების საკითხში სხვებზე მეტიც გაეგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111937