საჩხერის “ჩიხურას” ნახევარმცველმა მიშიკო სარდალიშვილმა “მარიბორთან” (0:0) უგოლო ფრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის თქმით, “ჩიხურას” შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი და გამორიცხული არაფერია.
“მარიბორი” ძალიან კარგი და ძლიერი გუნდია, ორივეს გვქონდა მომენტები, თუმცა ვერცერთმა ვერ გამოვიყენეთ. ყველაფერი მეორე თამაშში გადაწყდება. ამ თამაშიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ვაჩვენეთ ყველაფერი რეალური და შესაძლებელია. 1 გოლი რომ გავიტანოთ, მეტოქისგან განსხვავებით მორალურად და ფსიქოლოგიურად დიდი უპირატესობა გვექნება. სტუმრის ფაქტორი არ იქნება დამაბრკოლებელი, პირიქით მეტად მოტივირებული გავალთ მოედანზე იმ ფონზე, რომ გასვლით მატჩებს კარგად ვთამაშობთ”, - განაცხადა სარდალიშვილმა.
“მარიბორსა” და “ჩიხურას” შორის საპასუხო შეხვედრა 2 აგვისტოს, სლოვენიაში გაიმართება.