ფეხბურთი

2:00 | 27.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი: "შემდეგი ეტაპი გარანტირებული არ გვაქვს"

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა “ვიკინგურთან” (3:0) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდის თამაშით კმაყოფილია, თუმცა გადაწყვეტილია არაფერია.

“ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც გამარჯვებული ხარ. თანაც, 3:0. ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ მეტოქესაც შეეძლო რამდენჯერმე გატანა და ასე მომხდარიყო, არავინ იცის თამაში როგორ დასრულდებოდა. თამაშით კმაყოფილი ვარ, უფრო მეტად იგრძნობოდა გუნდში შეთამაშება და მინდა ბიჭებს მადლობა ვუთხრა. ლეგიონერები არ არიან იდეალურ ფორმაში, რადგან მათთვის ჩემპიონატი მაისში დასრულდა. ვფიქრობ, ეს არ იქნება პრობლემა და თამაშიდან თამაშამდე მოუმატებენ. ჩემი აზრით, როდესაც გუნდი უკეთ შეთამაშდება, გაცილებით კარგ შედეგსაც დავდებთ. ტრანსფერებს რაც შეეხება, ფანჯარა დაიხურა და შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერავის დავიმატებთ.

ისეთი ანგარიშით არ მოგვიგია, რომ ყველაფერი გარანტირებული გვქონდეს. ამიტომ, მეორე შეხვედრაშიც გამარჯვებისთვის ვითამაშებთ. ვიცით, რომ ადვილი თამაში არ გვექნება, მაგრამ ვეცდებით სასურველი შედეგით დავბრუნდეთ უკან”, - განაცხადა ჩხეტიანმა.

“ვიკინგურისა” და “ტორპედოს” საპასუხო შეხვედრა 2 აგვისტოს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113528