ფეხბურთი

0:02 | 27.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"უდინეზემ" იტალიის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

იტალიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "იუვენტუსის" საყრდენი ნახევარმცველი როლანდო მანდრაგორა კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს. როგორც უდინური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ნახევარმცველის სანაცვლოდ კი "იუვენტუსმა" 20 მილიონი ევრო მიიღო.

მანდრაგორა "ჯენოას" აკადემიას 2011 წელს შეუერთდა და 2016 წელს "იუვენტუსმა" როლანდო 6.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. 2016/17 წლების სეზონი ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტრავმის გამო ფაქტობრივად გამოტოვა, ხოლო გასულ სეზონში იჯარის წესით "კროტონეში" გაატარა და 37 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.

"კროტონეში" ასპარეზობის პერიოდში მანდრაგორას სატრანსფერო ღირებულება სამიდან ათ მილიონ ევრომდე გაიზარდა. საყრდენი სტაბილურად ასპარეზობდა, საბოლოოდ კი იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს და საფრანგეთთან გამართულ ამხანაგურ მატჩში 90 წუთი ითამაშა. როლანდოს თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109492