ფეხბურთი

17:22 | 26.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" კანადელი ფეხბურთელი დაიმატა

მიუნხენის “ბაიერნმა” კანადის ნაკრების ნიჭიერი ფეხბურთელი ალფონს დევისი გაიფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ბუნდესლიგის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

17 წლის დევისის სანაცვლოდ “რეკორდმაისტერი” კანადურ “ვანკუვერს” ამ ეტაპზე 13.5 მილიონ დოლარს გადაუხდის, რასაც სამომავლოდ ბონუსებიც დაემატება და საბოლოოდ თანხა 22 მილიონს შეადგენს. ასეთ შემთხვევაში ეს ტრანსფერი ამერიკული MLS-ის ისტორიაში სარეკორდო იქნება.

ალფონს დევისმა 2016 წლიდან MLS-ში “ვანკუვერის” ღირსება 54-ჯერ დაიცვა და 3 გოლი გაიტანა, ხოლო კანადის ნაკრებში 6 თამაშში თავი სამჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117059