თამაშგარე

15:58 | 26.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაირა ნარა და ვაკელი სტილისტები

სულის შეხუთვამდე მშვენიერი ასული, ცნობილი ესპანელი მოდელი ზაირა ნარა, უკვე რამდენიმე წელია ოფიციალური გულისსწორის გარეშე ცხოვრობს და ეს ამბავი პირინეის ბულვარულ მედიას ისე აშფოთებს, თითქოს ზაირა მათი შინაბერა ბიძაშვილი იყოს და მისი გაუთხოვრობა გულზე დარდად აწვეთ.

ისე კი, ზაიარა ნარა მუდამ სატრფომრავალი ქალი იყო და მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდად არასოდეს იღწვოდა მამრთა ხელში ჩაგდებაზე, თავად ამძუვნებული მამაკაცები გარს ეხვია, ვითარცა დიქტატორს პირმოთნეები და ვითარცა ვაკელ ხელმარჯვე სტილისტს თმებაფუჩფუჩებული კლიენტები.

ზაირა ნარა პლანეტის ოთხივ კუთხეში პოპულარული ჯერ კიდევ ყმაწვილქალობაში გახდა, როდესაც ლეგენდარული ურუგვაელი შემტევის, დიეგო ფორლანის გულისსწორის სტატუსს ატარებდა. დიეგოს შემდეგ ზაირას ცხოვრების ჩარხი ათასპარტიაგამოცვლილი დეპუტატივით ხან აქეთ შეტრიალდა და ხან იქით...

0.144025