ფეხბურთი

14:33 | 26.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე გაიფორმა

ლონდონის “ჩელსიმ” ვეტერანი ინგლისელი მეკარე რობერტ გრინი გაიფორმა. 38 წლის ფეხბურთელი “არისტოკრატებს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

დიდი ალბათობით, გრინი დამდეგ სეზონში “ჩელსის” მესამე მეკარე იქნება ტიბო კურტუასა და ვილი კაბალიეროს შემდეგ.

გამოცდილი კიპერი გასულ სეზონში “ჰადერსფილდის” წევრი იყო, ხოლო იქამდე სხვა და სხვა დროს “ნორვიჩის”, “ვესტ ჰემის”, ქპრ-სა და “ლიდს იუნაიტედის” კარი დაუცავს. რობერტ გრინს 2005-2012 წლებში ინგლისის ნაკრებში 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112256