სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

13:17 | 26.07.2018 | ნანახია 2094 - ჯერ

ანდრო ბითაძე: ყველაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით

წყალბურთში ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ სოლიდურად ითამაშა. იყო ორი წაგება ფავორიტებთან (იტალია, უნგრეთი) და იყო ტესტი გერმანიასთან (9:10), რომელიც ბოლოში, შეცდომებით ვერ წამოვიღეთ. კი, გერმანიამ უნგრეთთან არ წააგო და კარგი გუნდი იყო, მაგრამ მოგება შეგვეძლო.

ჩემპიონატზე დაველაპარაკეთ ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს ანდრო ბითაძეს. წავედით.

ანდრო ბითაძე: "ჩემპიონატის ყველაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით. იტალია, უნგრეთი. მესამე იყო გერმანია, რომელმაც მოუმატა და რეალურად ისწავლა თამაში. ჩვენი მთავარი მიზანი იყო გერმანიასთან მოგება და ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლა. გერმანიასთან ბოლო წამამდე იყო დაძაბული თამაში და ალბათ, სადღაც, არ გაგვიმართლა. ალბათ, გამოუცდელობამაც შეგვიშალა ხელი."

შემდეგი თამაშები. ა.ბ: "შემდეგ იყო თურქეთი. მოვუგეთ. და უკვე ამის მერე წამოვიდა სლოვაკეთი. წინა ევროპაზე სლოვაკეთთან დაძაბული თამაში წავაგეთ. ჩვენთვის ეს შეხვედრა ორმაგად მნიშვნელოვანი იყო. უნდა მოგვეგო. ვიყავით აკურატულები, მოტივირებულები, მონდომებულები. ეს შედეგზეც აისახა. მოსაგები მოვიგეთ."

ნაკრების პროგრესზე. ა.ბ: "წინსვლა ნამდვილად არის. იმის ფონზე, რომ საქართველოში აუზების ნაკლებობაა, გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა. ჩვენ უფრო მობილიზებული და ტაქტიკურად გაუმჯობესებული გუნდი გვყავდა. ამაზე ვერავინ ვერ შემედავება. ეს ახალი მწვრთნელის, ბიჭების და კარგი მუშაობის დამსახურებაა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ფედერაციას მაქსიმალური ხელშეწყობისთვის და მადლობა ყველა მოთამაშეს თავდადებისთვის. ეს საერთო საქმე და წარმატებაა."

ჩემპიონატის ფავორიტი. ა.ბ: "იტალია და ხორვატია. ორივე უმაღლეს დონეზეა მომზადებული. აქვთ კლასი, გამოცდილება."

ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები. ა.ბ: "საქართველოს ნაკრებიდან გამოვარჩევდი მეკარე შუბლაძეს. ძალიან მაგარი ტურნირი ჰქონდა, საჭირო და კრიტიკულ სიტუაციებში გადაარჩინა ნაკრები. საერთოდ, ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე ალბათ, იტალიელი ბოდეგასია. უმაგრესი იყო ყველასთან."

ზურა თალაკვაძე

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:45 | 04.08.2018
tiko (5582)

მაინც მაგრები ხართ

16:32 | 26.07.2018
# KoRBeN DaLLaS # (12287)

აუზები ცოტა, დარბაზები ცოტა, მოედნები ცოტა, კორტები ცოტა, სასროლეთი ცოტა, ის ცოტა, ეს ცოტა...
ასეთ პირობებში რამდენიმე სათამაშო სახეობის დიდ ტურნირებში რო ხშირად ვმონაწილეობთ და ინდივიდუალურ სახეობებშიც გვაქვს წარმატებები, სასწაულის ტოლფასია.

18:50 | 26.07.2018
პანტელეიმონი (3938)

კი, ეს მართლაც ქართული ფენომენია.

16:12 | 26.07.2018
ogafa (7391)

ყოჩაღ ....... მეტი ყურადღება

14:30 | 26.07.2018
BEERTRANCE (97375)

მართლა რა დასანანი მარცხი იყო გერმანიასთან. იმედია მოიმატებს აუზების რაოდენობა და შემდეგ ჩემპიონატზე უკვე 10ლისთვის ვითამაშებთ

13:30 | 26.07.2018
shalvinio (1453)

წარმატებები მომავალში.

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.059957