ფეხბურთი

11:31 | 26.07.2018 | ნანახია 1682 - ჯერ

სამეფო მატადორს უმიზნებს

მადრიდის “რეალი” კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელის ძიებაშია. As-ის ინფორმაციით, “სამეფო კლუბმა” ორიენტირი პარიზისკენ აიღო, სადაც პსჟ-ს ურუგვაელი ფორვარდი ედინსონ კავანი ეგულება.

ესპანური გამოცემის ცნობით, “რეალი” მზადაა კავანის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს ფარგლებში გაიღოს და ამ წინადადების უარყოფა პარიზელებს გაუჭირდებათ.

ჯერჯერობით სხვა კონკრეტული დეტალები არ ხმაურდება. თავის მხრივ, ხსენებული წყარო იმასაც წერს, რომ თუ კავანის ტრანსფერზე არაფერი გამოვიდა, “რეალი” “ვალენსიას” ესპანელი ფორვარდის, როდრიგოს გადაბირებას ეცდება, რომლის ფასი 70-80 მილიონს შეადგენს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:22 | 26.07.2018
lagashi (6738)

რონალდუს ახლა ვერავინ ჩაანაცვლებს მაგრამ კავანი ის კაცი არაა სადმე დაიჩრდილოს თუ არ ვცდები ადრე მჭედლო და ეგ ერთად იყვნენ პალერმოში

12:01 | 26.07.2018
ამიკო81 (83)

კრიშტიანუ რონალდუს წასვლით დასრულდა ერთი ეპოქა რეალში და მოვიდა დრო, რეალი ისევ ესპანელ ფორვარდებს დაუბრუნდეს, როგორც რაული-მორიენტესის დროს იყო და შედეგიც არანაკლები ჰქონდა.

0.131664