ფეხბურთი

10:39 | 26.07.2018 | ნანახია 2051 - ჯერ

სახლის ნოსტალგია

ტურინის “იუვენტუსი” მიმდინარე ზაფხულს საგრძნობლად გაძლიერდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ლეგენდამ, კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა დატოვა, “ბებერი ქალბატონი” სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობით გამოირჩევა.

თავად განსაჯეთ, მატია პერინი, მატია კალდარა, ლეონარდო სპინაცოლა, ემრე ჯანი, ჟოაუ კანსელუ და კრიშტიანუ რონალდუ – ეს, იმ ფეხბურთელთა ჩამონათვლია, რომლებმაც ტურინელთა შავ-თეთრი მაისური უკვე მოირგეს. თუმცა, იტალიის ჩემპიონი ამაზე გაჩერებას არ აპირებს.

მასიმილიანო ალეგრის უპირველესი საზრუნავი ახლა დაცვის ცენტრის გაძლიერებაა. აქამდე, ყველაზე აქტიურად გამოცდილი დიეგო გოდინისა და ახალგაზრდა მატიას დე ლიგტის გვარები სახელდებოდა, მაგრამ ბოლო ორი დღეა იტალიური მედია შოკისმომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს.

დიახ, შოკის გარდა სხვას ვერაფერს ვუწოდებთ იმას, რომ ლეონარდო ბონუჩი შესაძლოა “იუვენტუსში” დაბრუნდეს. კი, მაგრამ, როგორ?! ბონუჩი ხომ ზუსტად 1 წლის წინ ტურინული ბანაკიდან მეზობლად, “მილანში” გადაბარგდა, კაპიტნის სამკლავური მოირგო, მერე ტურინშივე გოლი გაიტანა და აღნიშნა!

თუმცა, აპენინურ მედიას ძნელად რამე გამოეპაროს და ახლაც ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. როგორც ირკვევა, ლეონარდოს “იუვეში” დაბრუნების სურვილი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში, კერძოდ, იანვარში გასჩენია. არავინ იცის ეს რამ გამოიწვია, მაგრამ ფაქტია, ბონუჩი ამავე თვეში მილანიდან ტურინს დაუბრუნდა და ოჯახთან ერთად დღემდე პიემონტის დედაქალაქში ბინადრობს. იტალიური მედია დარწმუნებულია იმაში, რომ ლეონარდო “მილანს” დატოვებს, თუმცა არც იტალიის დატოვება სურს და მისი პირდაპირი დავალებით, აგენტმა ალესანდრო ლუჩიმ მოლაპარაკებები “იუვენტუსთან” დაიწყო – გუნდთან, სადაც ბონუჩის დაბრუნება ძალიან უნდა. იტალიელ მცველს ტურინში მეგობრები ბევრი ჰყავს და მათ შორის, საუკეთესოები – ჯორჯო კიელინი და ანდრეა ბარძალი.

ეს უკანასკნელი ამბობს, რომ კრიშტიანუ რონალდუს ტურინში მისვლის შემდეგ აღარაფერი გააკვირვებს და მეგობრის დაბრუნებას მიესალმება. თავის მხრივ, ტურინის ერთ-ერთი რესტრონის მეპატრონე, რომელიც ბონუჩის უახლოესი მეგობარია, ამბობს, რომ ხალხი ლეონარდოს აკრიტიკებს, თუმცა რეალური მიზეზი, რის გამოც “იუვენტუსი” დატოვა, არავინ იცის.

მავანნი კი ბევრს ამბობდნენ: მთავარ მიზეზად მაინც მასიმილიანო ალეგრისთან კომფლიქტი სახელდებოდა, მაგრამ ზემოხსენებულმა რესტორნის მეპატრონემ ეს ინფორმაცია უარყო. და თუ, მართლაც იყო დაპირისპირება, 1 წლის შემდეგ ალბათ ბევრი არაფერი უნდა შეცვლილიყო.

ბონუჩის სურს “იუვენტუსი” და კარგად ხვდება, რომ ის შესაძლოა ქომაგებმა არ მიიღონ. მიმდინარე წლის მარტში, ლეონარდოს “ალიცნ სთედიუმზე” ობსტრუქცია მოუწყვეს და ბურთთან ყოველ შეხებას სტვენით ეგებებოდნენ. თავის მხრივ, ლეომ შური იმავე მატჩში იძია და გოლი გაიტანა, რომელიც ემოციურად აღნიშნა. ეს, მნიშვნელოვანი ფაქტორია და თუ დაბრუნება შედგა, საინტერესოა, რამდენად შეუნდობენ “უძღებ შვილს” ამ საქციელს...

თავის მხრივ, “მილანი” კაპიტანს, რომელიც 1 წლის წინ 42 მილიონად იყიდა, ადვილად არ დათმობს. არახალია, რომ “როსონერის” გონსალო იგუაინისკენ უჭირავს თვალი და უმალვე გაიჟღერა ინფორმაციამ ბარტერის შესახებ. მაგრამ, ამის შანსი ნაკლებია. უპირველესი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ “პიპიტა” გაცილებით ძვირად ფასობს, ვიდრე იტალიელი მცველი და მილანურ მხარეს ფულის დამატებაც მოუწევს.

ამასობაში, “მილანს” ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს, ხოლო ტრანსფერებზე მუშაობა ბრაზილიელ ლეონარდოს დაევალა, რომელიც “სან სიროზე” ახლახან დაბრუნდა. მან უკვე წამოაყენა მოთხოვნა და ბონუჩის “იუვენტუსში” გადასვლა გაცვლის პირობით მართლაც რეალურია, თუმცა არა იგუაინში, არამედ მატია კალდარას სანაცვლოდ. დიახ, “მილანი” 24 წლის მცველს ეპატიჟება, რომელიც “იუვემ” ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ გაიფორმა, თუმცა მიმდინარე ზაფხულს მიიწვია გუნდში და 2 კვირის წინ 13-ნომრიანი მაისურიც გადასცა. და მაინც, ეს ბარტერიც დიდად მოსალოდნელი არაა. ადგილობრივი პრესის ცნობით, მასიმილიანო ალეგრი ნიჭიერ მცველზე დიდ იმედს ამყარებს და კალდარას გასხვისება ბოსებს დაუბლოკა.

“იუვენტუსის” გამოცდილი და მრავალ საქმეგაჩარხული გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა კი მილანშია და შეხვედრას შეხვედრაზე მართავს. ჟურნალისტები მას ბონუჩის დაბრუნებაზე დაეკითხნენ, ბეპეს გაეღიმა და მოკლედ მოჭრა – კომენტარს არ ვაკეთებო. ბოლოს, მაროტას ზუსტად იგივე რეაქცია და კომენტარი კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ჰქონდა და იმ მომენტიდან რამდენიმე დღეში პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი “იუვენტუსის” წევრი გახდა. ვნახოთ, რა იქნება ამჯერზე...

Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:06 | 26.07.2018
NudeDude (785)

მართლა თუ დაბრუნდა იუვეში, გამოდის რომ ბუფონს გაუგდია და არა ალეგრის))) წაადი გადაშენდი ლეო შენ ვერასდროს იქნები მალდინი კიარა და კახიც ვერ იქნები ჩვენთვის))) რაც იქნები ლეოსთან ირითმება თუ ტურინში ჩაჯლაგუნდი ისევ...

12:10 | 26.07.2018
federerjamesliverpooldelpotro (10343)

ბუფონიც დარჩენილიყო ყველა მოსულს ერთი ჯანლუიჯი ჯობდა

11:35 | 26.07.2018
ogafa (8029)

სახლში ბრუნდებაო?

14:38 | 26.07.2018
BEERTRANCE (97819)

ყოჩაღ თუ არყოჩაღ?

12:09 | 26.07.2018
federerjamesliverpooldelpotro (10343)

დდდდდ ლეგენდა

სტატისტიკა
0.210164