ინგლისის პრემიერლიგის ახალწვეულმა “ფულჰემმა” 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ანდრე შურლე გაიფორმა. როგორც ლონდონური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა.
29 წლის გერმანელი შემტევი “ქრავენ კოტეჯზე” 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგა შურლესთვის უცხო ადგილი არაა, რადგან თავის დროზე ლონდონის “ჩელსის” ღირსებას იცავდა.
შურლემ გასულ სეზონში “დორტმუნდის” მაისურით 18 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.