ფეხბურთი

23:40 | 25.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბრაიტონის" ირანელი ახალწვეული სარეკორდო ფასად

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა “ბრაიტონ ალბიონმა” ჰოლანდიური “ალკმაარის” ირანელი შემტევი ალირეზა ჯაჰანბახში გაიფორმა. როგორც ბრიტანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

“ბრაიტონმა” “ალკმაარს” 17 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა, რაც კლუბის ისტორიაში სარეკორდო თანხაა.

24 წლის ჯაჰანბახშმა გასულ სეზონში 33 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა. ამასთან, ერედივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ალირეზამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ირანის ნაკრების ღირსება სამ შეხვედრაში დაიცვა.

აზიელ შემტევს აქამდე “ნაიმეგენის”, “გილანისა” და “დამაშის” ღირსება დაუცავს.

0.121216