საჩხერის “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ “მარიბორთან” მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, სლოვენიელებს უკეთესი გუნდი ჰყავთ, ვიდრე “ბეითარი” იყო, მაგრამ “ჩიხურა” შეეცდება პრობლემები შეუქმნას.
“მარიბორი” “ბეითარზე” ორგანიზებული და კარგი გუნდია. ვნახე სლოვენიელების რამდენიმე თამაში და ამაში ფეხბურთის ფედერაციიც მიერ გადმოცემული პროგრამა ძალიან დაგვეხმარა. თამაშის დროს გამოჩნდება რას დავპურისპირებთ მეტოქეს, რომელსაც შეტევა ფლანგებიდანაც შეუძლია და ცენტრიდანაც.
კარგია, რომ “მარიბორი” ფავორიტია, ეს სასიხარულოა. ვიცით, რომ მეტოქეს უკეთესი შემსრულებლები ჰყავს, ვიდრე “ბეითარს”. მრავალფეროვანი მოთამაშეები ჰყავთ და საფრთხეს წარმოადგენენ. ჩემი ფეხბურთელები კი ეიფორიაში არ იმყოფებიან, რადგან კარგად იციან, რომ საფეხბურთო ქვეყნისთვის ერთი ეტაპის გადალახვა არაფერს ნიშნავს. იმედია, სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მოვა, რადგან წინა ეტაპზე გამარჯვებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია”, - აღნიშნა ფრუიძემ.
“ჩიხურასა” და “მარიბორის” მატჩი 26 ივლისს, 20:00 საათზე, “მიხეილ მესხზე” გაიმართება.