ფეხბურთი

20:05 | 25.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

დარკო მილანიჩი: "ჩიხურა" სწრაფი და ტექნიკური გუნდია"

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურა” სლოვენიურ “მარიბორს” გაეჯიბრება. აღნიშნული მატჩისწინ სტუმართა თავკაცმა დარკო მილანიჩმა ისაუბრა.

50 წლის სლოვენიელი სპეციალისტის განცხადებით, “ჩიხურა” კარგი და ძლიერი გუნდია, თუმცა “მარიბორი” თბილისში მხოლოდ გამარჯვებისთვის იმყოფება.

“ვიცით, რომ მეტოქე კარგი გუნდია და შეუძლია სიურპრიზების მოწყობა. ვუყურე “ჩიხურას” თამაშებს, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები ვიცით. რაც ვნახე, მეტოქე სწრაფ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს.

ეს ევროპა ლიგაა და ჩვენი ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა. შემადგენლობის მხრივ დანაკლისი არ გვაქვს. ვინც თბილისშია, ყველა მზადაა სათამაშოდ”, - თქვა მილანიჩმა.

საჩხერის “ჩიხურასა” და “მარიბორის” შეხვედრა 26 ივლისს, “მიხეილ მესხზე”, 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113805