ფეხბურთი

19:00 | 25.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ბორნმუთმა” ესპანელი მცველი დაიმატა

ესპანელი მცველი დიეგო რიკო კარიერას პრემიერლიგაში განაგრძობს. 25 წლის ფეხბურთელმა “ბორნმუთთან” ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

რიკოს სანაცვლოდ “ლეგანესი” 12 მილიონ ევროს მიიღებს.

ცნობისთვის, დიეგო კასტილიური კლუბის ღირსებას 2016 წლიდან იცავდა. მან გასულ სეზონში 33 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

თეგებიდიეგო რიკო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11299