ფეხბურთი

16:00 | 25.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიამ” გომესი გაიფორმა

“სევილიამ” ცენტრალური მცველი სერხი გომესი დაიმატა. ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

“სელტამ” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გომესი “სელტაში” 2014 წელს “ბარსელონადან” გადავიდა. მან გალისიური კლუბის მაისური 134-ჯერ მოირგო და 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10272