დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი ტორონტოს მასტერსზე არ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას თავად როჯერი ავრცელებს.
“სამწუხაროდ ტორონტოს მასტერსი უნდა გამოვტოვო. გასულ წელს კანადაში დიდებული დღეები მქონდა, მიყვარს კანადელი გულშემატკივრების წინაშე თამაში. თუმცა სამწუხაროდ ამ ეტაპზე კორტზე გასვლისგან, ჩემი გეგმებიდან გამომდინარე, თავს ვიკავებ”- განაცხადა ფედერერმა.
შეგახსენებთ, რომ შარშან როჯერი მონრეალის მასტერსის ფინალში გავიდა, სადაც ალექსანდრ ზვერევთან დამარცხდა.
ტორონტოს მასტერსი 6-12 აგვისტოს გაიმართება.