ფეხბურთი

16:35 | 24.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის 2018/2019 წლების სეზონის კალენდარი

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა ლა ლიგის 2018/2019 წლების სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა.

გათამაშება სტარტს 19 აგვისტოს აიღებს და პირველივე ტურში საკმაოდ საინტერესო ჯახი შედგება: “ვალენსია” “მესტალიაზე” “ატლეტიკოს” უმასპინძლებს.

“რეალი” სეზონს “ხეტაფესთან” საშინაო მატჩით გახსნის, ხოლო “ბარსელონა” “ალავესს” უმასპინძლებს.

სეზონის პირველი ელ კლასიკო 28 ოქტომბერს “ნოუ კამპზე” გაიმართება, ხოლო “სანტიაგო ბერნაბეუზე” 3 მარტს შედგება.

ლა ლიგის 2018/2019 წლების სეზონი 19 მაისს დასრულდება.

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111367