რუსეთში გამართული საფეხბურთო მუნდიალის დასრულების შემდეგ, არამხოლოდ დანია, - თითქმის მთელი მსოფლიო დანიის საფეხბურთო ნაკრების გოლკიპერის, კასპერ შმაიხელის გმირობებზე საუბრობს და კასპერი არამხოლოდ ფეხბურთის მამრი ქომაგებისთვისააა დაფასებული, ქალების თვალშიც სასურველ მამაკაცად იქცა.
კასპერ შმაიხელს სიყვარულში ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე დანიელი მოდელი, ნინა აგდალიც გამოუტყდა, რომელმაც საკუთარ “ფეისბუქის“ გვერდზე უმცროსი შმაიხელის გაცნობის დიდი სურვილი გამოთქვა და ისიც დასძინა, რომ ამ ბიჭის ხელიდან გაშვება მისი მხრიდან სიშტერე იქნებოდა.
არ იფიქროთ, რომ ნინა აგდალი ერთი რიგითი ნაკლებად ცნობილი მოდელია, რომელსაც ლეგენდარული პიტერ შმაიხელის პირმშო საკუთარი პოპულარობის მოსახვეჭად სჭირდება. აგდალი ამერიკაში ძალიან წარმატებული მოდელია და მისი ფოტოებით მთელი მსოფლიოს მრავალი ბულვარული ჟურნალის ყდაა დამშვენებული. და ქალს თანამემამულე მხნე ჯეელი რომ მოეწონოს - დიდი ამბავი?!...