კრიშტიანუ რონალდუს სამედიცინო გამოკვლევის შედეგებით ტურინის “იუვენტუსის” ექიმები გაოცებულნი დარჩნენ. ამის შესახებ ჟურნალისტი მატეო ბონეტო იუწყება.
როგორც ცნობილი გახდა, რონალდუს სხეულის მდგომარეობა 20 წლის ადამიანის სხეულის კონდიციებს უტოლდება.
პორტუგალიელის სხეულში ცხიმი მხოლოდ 7%-ია, მაშინ, როდესაც მისი ასაკისთვის ჩვეულებრივ 10-11%-ი ფიქსირდება. რონალდუს სხეულის 50% კუნთების მასა შეადგენს, რაც 33 წლის ასაკში საშუალოდ 46%-ს უტოლდება.
გარდა ამისა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ყველაზე სწრაფი გაქცევა სწორედ რონალდუმ განახორციელა, რომელმაც ესპანეთთან 33.98 კმ დააფიქსირა...