მექსიკის ჩემპიონატში მეტად კურიოზული გოლი გავიდა. “ტოლუკა” საკუთარ მოედანზე “მონარკასს” 1:0 ამარცხებდა და შეხვედრის ბოლო წუთი მიმდინარეობდა.
სწორედ ამ დროს სტუმრებმა შეძლეს გატანა და ანგარიშის გათანაბრება. თუმცა, მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გააუქმა. მიუხედავად ამისა, “მონარკასის” ფეხბურთელებმა ეს ვერ გაიგეს და გოლს ზეიმობდნენ.
საპასუხოდ კი, “ტოლუკამ” შეტევა წამოიწყო და მეორე გოლიც გატანა ისე შეძლო, დაბრკოლება არც შეხვედრია. საბოლოოდ, მატჩი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს...