საჩხერის “ჩიხურა” შესაძლოა შოტლანდიური ფეხბურთის მეტრ “გლაზგო რეინჯერსს” დაუპირისპირდეს. დღეს, უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და საჩხერელთა სავარაუდო მეტოქეც გაირკვა.
იმ შემთხვევაში თუ “ჩიხურა” სლოვენიური “მარიბორის” ბარიერს დაძლევს, შემდეგ ეტაპზე ხორვატული “ოსიეკისა” და “რეინჯერსის” გამარჯვებულს შეხვდება.