დღეს WTA-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. გუშინ ეკატერინე გორგოძემ ასტანას საერთაშორისო ტურნირი მოიგო და კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. გორგოძემ რეიტინგში 74 ადგილით წინ წაიწია და ამ დროისთვის 193-ე ადგილზეა, რაც ეკასთვის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.
რაც შეეხება პირველ ათეულს, უცვლელია და პირველი ნომერი ისევ სიმონა ჰალეპია.
1. სიმონა ჰალეპი - 7571 - ქულა
2. ქეროლაინ ვოზნიაცკი - 6740
3. სლოან სტივენსი - 5463
4. ანგელიკა კერბერი - 5305
5. ელინა სვიტოლინა - 5020
6. კაროლინა გარსია - 4730
7. გარბინიე მუგურუსა - 4620
8. პეტრა კვიტოვა - 4550
9. კაროლინა პლისკოვა - 4485
10. იულია გერგესი - 3980
... 193. ეკატერინე გორგოძე - 289