კალათბურთი

16:32 | 22.07.2018 | ნანახია 795 - ჯერ

ბელინელი „სან ანტონიოში“ დაბრუნდა

32 წლის იტალიელი მსროლელი მარკო ბელინელი კარიერას „სან ანტონიოში“ გააგრძელებს, აღნიშნულ ინფორმაციას ტეხასური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ბელინელი „სან ანტონიოში“ 2013-15 წლებში ასპარეზობდა და 2014 წელს გუნდთან ერთად ნბა-ს ჩემპიონიც გახდა.

გასული სეზონი მარკომ „ატლანტა ჰოუქსში“ დაიწყო და სეზონი „ფილადელფიაში“ დაასრულა.

2014 წელს ბელინელის ნბა-ს სამქულიანების კონკურსი აქვს მოგებული.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:10 | 22.07.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ბელინელი სან ანტონიოში 1 თვის წინ დაბრუნდა დაგვიანდა ინფორმაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138955