ფეხბურთი

15:43 | 12.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ ლევანდოვსკი: “საქართველოსთან ისეთ გუნდებსაც გაუჭირდათ, როგორიც ესპანეთი და საფრანგეთი არიან”

რობერტ ლევანდოვსკის აზრით, პოლონეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს თბილისში იოლი მატჩი არ ელის.

“ჩვენ რთული ორთაბრძოლა გვექნება. მიზნის შესასრულებლად უნდა ვეცადოთ ქულები ავიღოთ. მწვრთნელ ადამ ნავალკასთვის საუკეთესო სიახლე ისაა, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. გარდა ამისა, უიღბლობა განვლილ შესარჩევ ციკლში დასრულდა და ახლა იღბალი ჩვენ უნდა დაგვეხმაროს. გულშემატკივრებს შეუძლიათ თვალი ადევნონ, გუნდი როგორ უმატებს და სანუკვარი მიზნისკენ თანმიმდევრულად მიდის” – ციტირებს polskatimes.pl-ი ლევანდოვსკის.

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელის აზრით, შესაძლოა საქართველოს დედაქალაქში თამაში იმის ანალოგიური აღმოჩნდეს, როგორიც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პოლონელებმა სტუმრად მოლდოვასთან და ჩერნოგორიასთან ჩაატარეს, რომლებიც ფრედ დასრულდა.

“ჩვენ კვლავ “ცხელ” ზონაში გველის თამაში, სადაც ისეთ გუნდებსაც გაუჭირდათ, როგორიც ესპანეთი და საფრანგეთი არიან. როგორც წესი, თბილისის სტადიონზე ერთ ან ორ გოლზე მეტი არ გადის. ქართველებს დაცვაში თამაში უყვართ და 90 წუთის განმავლობაში ერთ კონტრშეტევას ელოდებიან. კარგი იქნება თუ თბილისში სწრაფ გოლს გავიტანთ. წინასწარ რაიმეს თქმა რთულია, ყველაფერს თავად ვითარება გვაჩვენებს. მე კვლავ შოტლანდიელებთან მატჩს ვუბრუნდები, რადგან მისი შემოტრიალება მოვახერხეთ. შოტლანდიელებს ვერ წარმოედგინათ, რომ ვარშავის ეროვნულ სტადიონზე ფრეს ითამაშებდნენ” – განაცხადა პოლონელთა კაპიტანმა.

“გუნდში ატმოსფერო და შედეგი უმჯობესდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თბილისური მატჩის შედეგი დიდწილად ჩვენზეა დამოკიდებული. უნდა მოვემზადოთ ბრძოლისთვის, რომელშიც ის გაიმარჯვებს, ვინც უფრო ძლიერი იქნება. იმედია, რომ ჩვენ უფრო მოწოდების სიმაღლეზე აღმოვჩნდებით” – დაამატა ლევანდოვსკიმ.

პოლონელთა შეტევის ლიდერის აზრით, ქართველები უხეშობის ზღვარზე ითამაშებენ, მაგრამ იმედი აქვს, რომ მსაჯი ამას შეამჩნევს შოტლანდიასთან მატჩისგან განსხვავებით, რომელშიც მეტოქეები ძალიან ხისტად ექცეოდნენ:

“მთელი გუნდი მეტოქის მხრიდან ხისტი თამაშისთვის მზად უნდა იყოს. მთავარია, რომ ბევრი ბურთი მოვიგოთ. მოედანზე ერთმანეთის კიდევ უფრო უკეთესად გვესმის, რაც ჩვენზე კარგად მოქმედებს. ჩემთვის ყოველთვის ადვილია თამაში, როდესაც გვერდით მეორე თავდამსხმელი გყავს. მოწინააღმდეგის მცველების ყურადღება მილიკზე გადადის, რომელიც მუდმივად უმატებს და ამსტერდამის “აიაქსში” სულ უფრო მეტი გოლი გააქვს”.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.116925
სარეკლამო ადგილი - 99
X x X