ფეხბურთი

11:25 | 22.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" ივობის ფასი დაადო

ლონდონის "არსენალი" მზადაა ნიგერიის ეროვნული ნაკრების შემტევი ალექს ივობი 25 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაყიდოს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიურმა გამოცემა II Messaggero-მ გაავრცელა. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "ლაციო" იჩენს, რომელმაც ფელიპე ანდერსონი გაყიდა და მის შემცვლელად ივობის მიიჩნევს.

ალექსი "არსენალის" აკადემიის აღზრდილია და არსენ ვენგერმა პირველ გუნდში 2015 წელს გადაიყვანა. მას შემდეგ აფრიკელმა მოთამაშემ 98 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ცხრა გოლი და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. შემტევის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა.

0.115693