ფეხბურთი

12:50 | 22.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფონტე "ლილს" შეუერთდა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "დალიან იფანის" მცველი ჟოზე ფონტე კარიერას "ლილში" გააგრძელებს. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 34 წლის მცველი "ლილს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ჟოზე ჩინურ გუნდს მიმდინარე წლის თებერვალში "ვესტ ჰემიდან" და ამ გუნდის რიგებში რვა მატჩი ჩაატარა. მიუხედავად ამისა, ფონტე პორტუგალიის ეროვნული ნაკრების რიგებში მაინც მოხვდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა შეხვედრა ჩაატარა.

0.12143