ისტორია

9:17 | 22.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

22 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1971. დაიბადა მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს ეროვნული ნაკრების, თბილისის “დინამოს,” ვლადიკავკაზის “ალანიას,” “მანჩესტერ სიტის,” “ციურიხის,” “გრასჰოპერსის,” “აარაუს”, “სიონისა” და “ბაზელის” ფეხბურთელი. იყო “დინამოს” კაპიტანი. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 45 მატჩი, გაიტანა 9 გოლი. საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი (1991, 1992, 1993, 1994, 1995) და თასის ოთხგზის მფლობელი (1992, 1993, 1994, 1995). რუსეთის ჩემპიონი (1995). 1998 წელს “გრასჰოპერსის” შემადგენლობაში გახდა შვეიცარიის ჩემპიონი. თბილისის “დინამოს” რიგებში ჩატარებულ 130 მატჩში გაიტანა 80 გოლი. 1991 წლის პირველ აპრილს, მიხეილ ყაველაშვილის მიერ ქუთაისის “ტორპედოს” კარში გატანილი გოლი (მატჩი 5:1 დასრულდა), ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელთა მეასე ბურთი აღმოჩნდა. ნათამაშები აქვს საბჭოთა კავშირის პირველობის მატჩებშიც.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1912. საზეიმოდ დაიხურა სტოკჰოლმის თანამედროვეობის მეხუთე ოლიმპიადა. მასში მონაწილეობა 28 ქვეყნის2437 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე ოლიმპიადის მასპინძელი,შვედეთი გავიდა (23 ოქრო, 24 ვერცხლი, 17 ბრინჯაო), მეორეზე აშშ-ის ნაკრები (25, 18, 20), მესამეზე კი, დიდიბრიტანეთი (10, 15, 16).

1927. იტალიის დედაქალაქ რომში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “რომა” (“ასოციაციონე სპორტივა რომა”).გუნდის სათამაში ფერებია წითელი მაისურა, თეთრი ტრუსი და შავი გეტრი. “რომა” იტალიის სამგზისჩემპიონია (1942, 1983, 2001) და ქვეყნის თასის ცხრაგზის მფლობელი (1964, 1969, 1980, 1981, 1984, 1986, 1991, 2007, 2008). 2001 და 2007 წლებში ფლობდა იტალიის სუპერთასს. 1961 წელს მოიპოვა ბაზრობათა თასი. 1984 წელსიასპარეზა ჩემპიონთა თასის ფინალში. უეფას თასის ფინალისტი (1991). საშინაო მატჩებს ატარებს რომის“ოლიმპიკოზე”, რომელიც 72 698 მაყურებელს იტევს.

1930. ურუგვაის მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: არგენტინა-ჩილე 3:1.

1937. საბჭოთა მთავრობამ ორდენებით 38 სპორტსმენი დააჯილდოვა. მათ შორის იყო თბილისის “დინამოს” კაპიტანი, შოთა შავგულიძე.

1963. სონი ლისტონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ფლოიდ პატერსონიპირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1987. მაროკოელმა საიდ აოიუტამ 5 კმ-ზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (12:58,39). გარბენი რომშიშედგა.

1990. ამერიკელმა ველოსიპედისტმა გრეგ ლემონმა მესამედ მოიგო “ტურ დე ფრანსი”.

1994. ბრიტანელმა მძლეოსანმა უილიამ სიგეიმ 10 კმ-ზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (26:52,53).

2005. ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ კლუბებისა და მოთამაშეების ახალ სახელშეკრულებოვარიანტს “მწვანე შუქი” აუნთო, რითიც თავიდან აიცილა კიდევ ერთი ლოკაუტი.

2007. კალათბურთში 19 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში სერბიამ აშშ-ის თანატოლთა ნაკრებს74:69 სძლია და პირველობა მოიპოვა. ტურნირი სერბიაში ჩატარდა.

2007. ივლისის ბაშო ასაშორიუდ წოდებულმა მონღოლმა სუმოისტმა მოიგო. იმ პერიოდისთვის მან იმპერატორის თასი 21-ედ ასწია. ამ ტურნირზე ქართველმა პროფესიონალმა, კოკაიმ მხოლოდ 6 მატჩის მოგება შეძლო, ხოლო 9 შეხვედრა წააგო.

2010. ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე წრის განმერებითი ბარიერი წარმატებით დაძლიეს თბილისის “დინამომ” და “ზესტაფონმა”. პირველმა 2 მატჩის ჯამში შვედურ “გეფლეს” აჯობა (2:1, 2:1), “ზესტაფონმა” კი სლოვაკეთის ბანსკა-ბისტრიცას “დუკლას” (0:1, 3:0). თბილისის “ვიტ ჯორჯია” ჩეხეთის ოსტრავას “ბანიკთან” დამარცხდა (0:0, 0:6).

ამ დღეს დაიბადნენ

1902. ხოსე მასალი. 1920-30-იან წლებში ურუგვაის ნაკრების მეკარე. ორგზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.სამჯერ გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. ურუგვაის ხუთგზის ჩემპიონი. იყო ურუგვაის საკალათბურთონაკრების წევრი. 1922 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი 400 მეტრზე რბენაში.

1919. კარლოს სოსა. გასული საუკუნის 40-იან წლებში ბუენოს აირესის “ბოკა ხუნიორსის” მცველი. სახრეთამერიკის ორგზის, არგენტინის სამგზის ჩემპიონი.

1920. იგნასიო ეისაგირე. 1940-50-ინა წლებში ესპანეთის ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარე. მსოფლიოს 1954 წლისჩემპიონატის მონაწილე. ესპანეთის სამგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

1922. მარიო ბოიე. 1940-50-იან წლებში არგენტინის ნაკრების ფორვარდი. სამხრეთ ამერიკის სამგზის ჩემპიონი.არგენტინის სამგზის ჩემპიონი.

1935. რონალდ სპრინგეტი. ინგლისის ნაკრების, “შეფილდ უენსდის”, “ქუინზ პარკ რეინჯერსის” მეკარე.მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი. ტურნირზე გორდონ ბენქსის დუბლიორი იყო. მსოფლიოს ჩემპიონის ოქროსმედალი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა 2009 წლის 10 ივნისს გადასცა. Mსოფლიოს1962 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალისტი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 33 მატჩი. 1967 წელს მოიპოვაინგლისის ლიგის თასი.

1936. ხუან სემენარიო. პერუს ნაკრებისა და “სარაგოსას”, “ფიორენტინას”, “ბარსელონას” ფორვარდი.ბარსელონელთა შემადგენლობაში გამოსვლისას 1966 წელს მოიპოვა ბაზრობათა თასი. “სარაგოსაში” თამაშისას1962 წელს გახდა ესპანეთის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. პერუს ნაკრებში ჩაატარა 19 მატჩი, გაიტანა 6გოლი.

1938. მარკ რაკიტა. საბჭოთა მოფარიკავე. გუნდურ ასპარეზობაში 1964 და 1968 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი გუნდურ ასპარეზობაში. 1967 წელს გახდა პლანეტის უძლიერესი მოფარიკავეპირად შეჯიბრებაში.

1949. ლასე ვირენი. ფინელი სტაიერი. გამოდიოდა 5 და 10 კილომეტრზე რბენაში. 1972 და 1976 წლებისოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ორივე დისტანციაზე. დამყარებული აქვს მსოფლიოს რეკორდი 10 კმ-ზერბენაში.

1953. რენე ვანდერეიკენი. ბელგიის ნაკრების, “ბრიუგეს”, “ჯენოას”, “ანდერლეხტის” ნახევარმცველი. ევროპის1980 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. გადამწყვეტ მატჩში ბელგიამ გერმანიასთან 1:2 წააგო, ბენილუქსელთაგოლი კი პენალტით ვანდერეიკენმა გაიტანა. წვრთნიდა “სტანდარდს”, “ანდერლეხტს”, “ტვენტეს”, “გენკს”, 2006-09 წლებში კი ბელგიის ნაკრებს.

1956. მაიკლ სპინქსი. ამერიკელი მოკრივე. საშუალო წონით კატეგორიაში მონრეალის 1976 წლის ოლიმპიურითამაშების ჩემპიონი.

1958. ჟაიმე პაშეკუ. პორტუგალიის ნაკრებისა და “პორტოს” ნახევარმცველი. 1987 წელს მოიპოვა ჩემპიონთა დასაკონტინენტთაშორისო თასები. იმავე წელს დაეუფლა ევროპის სუპერთასს. ჟაიმე პაშეკუ პორტუგალიისჩემპიონი და ქვეყნის თასის ორგზის მფლობელია. მსიფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მონაწილე.

1963. ემილიო ბუტრაგენიო. (ემილიო ბუტრაგენიო სანტოსი). მადრიდის “რეალის” ყველა დროის ერთ-ერთისაუკეთესო ფეხბურთელი. ამპლუით ფორვარდი. გუნდთან ერთად მოგებული აქვს ესპანეთის ჩემპიონატი(ექვსჯერ) და სამეფო თასი (ორჯერ). ოთხჯერ დაეუფლა ესპანეთის სუპერთასს. 1991 წელს გახდა პრიმერადივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი. ორჯერ ფლობდა უეფას თასს (1985, 1986). მადრიდის “რეალის”შემადგენლობაში ჩაატარა 341 მატჩი, გაიტანა 123 გოლი. 1986 და 1987 წლებში “ფრანს ფუტბოლის” მიერჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ევროპის წლის მესამე ფეხბურთელად დაასახელეს. 1986 წელსდაასახელეს ესპანეთის საუკეთესო ფეხბურთელად. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე.ესპანეთის 1986 წლის მუნდიალის მერვედფინალში, დანიის ნაკრების კარში ოთხი გოლი გაიტანა (შეხვედრაესპანელებმა 5:1 მოიგეს). ესპანეთის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 69 მატჩში გაიტანა 26 გოლი. 1995-98წლებში ბუტრაგენიო მექსიკის “ატლეტიკო სელაიაში” თამაშობდა და ამ გუნდთან ერთად მექსიკელთაპირველობის ფლეი-ოფის ფინალში გავიდა. ემილიო ბუტრაგენიო იყო მადრიდის “რეალის” ვიცე-პრეზიდენტი.

1971. მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს ეროვნული ნაკრების, თბილისისდინამოს,”ვლადიკავკაზისალანიას,” “მანჩესტერ სიტის,” “ციურიხის,” “გრასჰოპერსის,” “აარაუს”, “სიონისადაბაზელისფეხბურთელი. იყოდინამოსკაპიტანი. საქართველოს ნაკრებშიჩაატარა 45 მატჩი, გაიტანა 9გოლი.საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი (1991, 1992, 1993, 1994, 1995) და თასისოთხგზისმფლობელი (1992, 1993, 1994, 1995). რუსეთის ჩემპიონი (1995). 1998 წელსგრასჰოპერსისშემადგენლობაშიგახდაშვეიცარიისჩემპიონი. თბილისისდინამოსრიგებში ჩატარებულ 130 მატჩშიგაიტანა 80 გოლი. 1991 წლისპირველაპრილს, მიხეილ ყაველაშვილის მიერ ქუთაისისტორპედოსკარშიგატანილი გოლი(მატჩი5:1დასრულდა), ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელთა მეასე ბურთი აღმოჩნდა. ნათამაშებიაქვსსაბჭოთაკავშირის პირველობის მატჩებშიც.

1980. დირკ კუიტი. ჰოლანდიის ნაკრების, “უტრეხტის”, “ფეიენოორდისა” და “ლივერპულის” ფორვარდი.მსოფლიოს 2010 წლის მუნდიალის ფინალისტი. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 103 მატჩი, გაიტანა 24 გოლი.ჩემპიონთა ლოგის ფინალისტი (2007). ჰოლანდიის თასის მფლობელი. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიკავა მესამე ადგილი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1964. ჯონ უაიტი. შოტლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “ტოტენჰემ ჰოტსპურის” ფორვარდი.გოლფის თამაშისას მეხის დაცემის შედეგად, 27 წლის ასაკში დაიღუპა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115158