საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი იოან გურკუფი კარიერას “დიჟონში” განაგრძობს.
32 წლის ფეხბურთელი ლიგა 1-ის ბინადარს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ცნობისთვის, გურკუფი ბოლოს “რენის” ღირსებას იცავდა, სადაც 2015-2018 წლებში თამაშობდა და ლიგა 1-ში ჩატარებულ 49 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.
იოანი საფრანგეთის ნაკრებში 2008-2013 წლებში ასპარეზობდა და 31 თამაშში 4 გოლი გაიტანა.