ჩოგბურთი

19:30 | 21.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ასტანას ტურნირის ფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ასტანას ტურნირის ნახევარფინალში ჩეხი მარიე ბოუზკოვა 6:2, 4:6, 6:4 დაამარცხა და ფინალში უზბეკს, საბინა შარიპოვას დაუპირისპირდება.

ეკატერინე ტურნირზე მეხუთე ნომრადაა განთესილი და ნახევარფინალამდე ანასტასია ასტახოვას (6:2, 6:4), აკგულ ამანმურადოვას (7:5, 7:6) და ანასტასია გასანოვას (6:4, 6:4) მოუგო. წყვილთა ტურნირზე კი გორგოძესა და ამანმურადოვას წყვილი ბერფუ ჩენგიზის და ანა დანილინას დუეტთან დამარცხდა.

შარიპოვას და გორგოძის დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 09:00 საათზე დაიწყება. ფინალში გასვლით გორგოძე რეიტინგში 41 ადგილით დაწინაურდა და ახლა უკვე მისთვის სარეკორდო პოზიციაზე (226) იმყოფება. ტურნირის მოგების შემთხვევაში კი ეკატერინე, შესაძლოა 192-ე ადგილამდე დაწინაურდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11809