მადრიდის “რეალში” კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ 7 ნომერი გათავისუფლდა. “სამეფო კლუბისთვის” აღნიშნული ნომერი საკმაოდ ბევრს ნიშნავს და ბუნებრივია, საინტერესოა ვინ იქნება მადრიდელთა ახალი შვიდიანი.
Caughtoffside.com-ის ინფორმაციით, ეს პატივი წილად მარკო ასენსიოს ხვდება და სწორედ 22 წლის ფეხბურთელი მოირგებს ხსენებულ მაისურს. აქამდე ასენსიო 20 ნომრით თამაშობდა.
აქვე გეტყვით, რომ “რეალში” სხვა და სხვა დროს 7-ნომრიანი მაისურით რაიმონ კოპა, ამანსიო ამარო, ხუანიტო, ემილიო ბუტრაგენიო, რაული და კრიშტიანუ რონალდუ თამაშობდნენ.