ფეხბურთი

14:28 | 21.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" ვაჭრობა დაასრულა

ინგლისურმა “ლივერპულმა” 2018-2019 წლების სეზონისთვის შემადგენლობის დაკომპლექტება დაასრულა. ამის შესახებ “წითლების” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა.

“ლივერპულს” ყველაფერი აქვს, რაც აუცილებელია, რომ მომავალ სეზონში იბრძოლოს. ჩვენ ახალი ფეხბურთელების ყიდვას არ ვაპირებთ”, - განაცხადა კლოპმა.

“ლივერპულმა” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ბოლო შენაძენი ორი დღის განახორციელა – “რომადან” 63 მილიონ ევროდ ალისონ ბეკერი გაიფორმა. ინგლისურმა გრანდმა აქამდე 185 მილიონი ევრო დახარჯა.

0.102921