ფეხბურთი

11:08 | 21.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დედაჩემს ცოლად მოიყვან?" - ვან პერსის დაქორწინება შესთავაზეს

როტერდამის “ფეიენოორდი” დაარსების 110 წლის იუბილეს აღნიშნავს, ხოლო რობინ ვან პერსის ცოლის შერთვას სთხოვენ. საქმე ისაა, რომ ჰოლანდიურმა გუნდმა იუბილესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც ბევრი ჟურნალისტი დაესწრო, თუმცა რამდენიმე ბავშვიც.

სწორედ აქ მიიღო ვან პერსიმ საინტერესო წინადადება, ერთ-ერთი ბავშვი წამოდგა, მიკროფონი ხელში აიღო და რობინ დაეკითხა: “რობინ, დედაჩემს ცოლად მოიყვანთ?”

- ვაუ, ჩემს ბეჭედს მოვიხსნი... სად არის დედათქვენი?

- სახლში.

- ვწუხვარ, მაგრამ მე უკვე დაქორწინებული ვარ...

0.115996