ფეხბურთი

11:39 | 21.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "იუვენტუსი" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა"

ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულმა კრიშტიანუ რონალდუმ იტალიურ გრანდში გადასვლის შემდეგ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელის თქმით, ძალიან ბედნიერია, რადგან “იუვე” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.

“იუვენტუსთან” 4-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რადგან ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მინდა, რომ ტურინელი გულშემატკივრები გავაბედნიერო, ეს ჩემი მიზანია”, - განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსში” 112 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და 4 წლის განმავლობაში ხელფასის სახით 120 მილიონს გამოიმუშავებს. რონალდუ “ბებერი ქალბატონის” მაისურით პირველ შეხვედრას აგვისტოში ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114069