ფეხბურთი

22:15 | 20.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლამელამ "ტოტენჰემთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

არგენტინელმა ფეხბურთელმა ერიკ ლამელამ "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ლამელა "მამლებმა" 2013 წელს "რომადან" 30 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს. მას შემდეგ სამხრეთამერიკელმა შემტევმა "ტოტენჰემის" რიგებში 154 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა და 38 საგოლე გადაცემა შეასრულა. ერიკის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121132