ფეხბურთი

19:50 | 20.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" დისკვალიფიკაცია გაუქმდა

იტალიური “მილანი” ევროპა ლიგაზე ითამაშებს. ლოზანას სასამართლომ დააკმაყოფილა “როსონერის” სარჩელი და 27 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ლომბარდიულ გრანდს ევროსარბიელზე ერთწლიანი დისკვალიფიკაციას გულისხმობდა, გაანულა.

ამრიგად, “მილანი” ჩვეულებრისამებრ ევროპის რანგით მეორე ტურნირში მონაწილეობას მიიღებს. შავ-წითლები 2018-2019 წლების სეზონში პირდაპირ ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთვება.

შეგახსენებთ, 27 ივნისს, “მილანი” ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევის გამო ევროტურნირებიდან მოკვეთეს, მაგრამ მას მერე გუნდს მფლობელი შეეცვალა და როგორც ჩანს, ამან პირველი დადებითი შედეგი უკვე მოიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114315