ფლორენციის “ფიორენტინამ” “რომას” ბრაზილიელი შემტევი ჟერსონი გაიფორმა. როგორც “იების” ვებგვერდი იტყობინება, სამხრეთ ამერიკელი “არტემიო ფრანკიზე” დამდეგ სეზონს იჯარის წესით გაატარებს.
21 წლის ჟერსონი “რომას” ორი წლის წინ შეუერთდა და მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.
სამხრეთ ამერიკელმა 2017-2018 წლების სეზონში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და აღსანიშნავია, რომ ორჯერვე “ფიორენტინას” კარი დალაშქრა.