ფეხბურთი

17:50 | 20.07.2018 | ნანახია 1312 - ჯერ

ოფიციალურად: "ტოტენჰემმა" სონს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

ლონდონის “ტოტენჰემმა” სონ ჰინ მინს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც “მამლების” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, სამხრეთ კორეელი შემტევი ლონდონში 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

სონი “ტოტენჰემს” 2015 წელს ლევერკუზენის “ბაიერიდან” შეუერთდა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოკიდება არ გასჭირვებია.

გასულ სეზონში მან 53 შეხვედრაში 20 გოლის გატანა შეძლო. 26 წლის ფეხბურთელი გასული წლის ნოემბერში პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი აზიელი გახდა მას შემდეგ, რაც თანამემამულე პარკ ჯი სუნის მიღწევა გააუმჯობესა გატანილი გოლების მიხედვით.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:50 | 30.10.2013
militarytimes.ge (160)

პროსტო ჩემამდე არ დადის გიორგი ჭანურია რატო არ უნდა იყოს ნაკრებში, ხასიათებითაც ძააან გამოსწორდა ეს ბიჭი და ასეთი ფეხბურთელი ჩემი აზრით ნაკრებში ძირითადში უნდა იყოს, თანაც ამ ადამიანს უნდა ნაკრებში თამაში, აი ნახეთ ვიდეო და თქვენით შეაფასეთ სად აზერბაიჯანში თამაში და სან ჰოლანდიაში და რუსეთში თანაც გაცილებით მაღალ დონეზე მემგონი ეს ფეხბურთელი იმსახურებს ნაკრების ძირითადს
0?'>http://www.youtube.com/watch?v=9BWNojgyTrg':'>http://www.youtube.com/watch?v=9BWNojgyTrg'))

10:47 | 30.10.2013
niko2 (7)

ყველა ქართველ ფეხბურთელს ურჩევ ამპარტავნობა გადადონ გვერდზე,მეტი შრომით,თავდადებით და თვითკრიტიკით მიუდგნენ საქმეს,თორემ უფსკრულისკენ მიექანება ჩვენი ფეხბურთი...

0.06362
1312