ფეხბურთი

15:58 | 20.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელმა" ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელი გაიფორმა

მარსელის “ოლიმპიკმა” ხორვატიის ნაკრების მცველი დუჟე ჩალეტა-ცარი გაიფორმა. 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ფრანგულ გუნდს 19 მილიონი ევრო დაუჯდა და კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა.

ჩალეტა-ცარი აქამდე ავსტრიული “ზალცბურგის” ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაში 53 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

21 წლის ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში ვერცხლის მედალი მოიგო.

0.115254