ფეხბურთი

21:47 | 19.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ბონუჩის წელიწადში 10 მილიონ ევროს შესთავაზებს

"მილანის" მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ შესაძლოა კარიერა პსჟ-ში გააგრძელოს. როგორც Corriere dello Sport-ი იუწყება, პარიზული კლუბი იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს უახლოეს მომავალში ოფიციალურად 10 მილიონ ევროს შესთავაზებს. ასევე ცნობილი ხდება რომ "მილანი" მზადაა ბონუჩი 40 მილიონ ევროს სანაცვლოდ დათმოს.

ლეონარდო იტალიურ კლუბში წელიწადში 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ფრანგები ცდილობენ მაღალი ხელფასის შეთავაზებით ფეხბურთელი გადაიბირონ. ბონუჩი "მილანში" გასული სეზონის დაწყებამდე "იუვენტუსიდან" გადავიდა და 2017/18 წლების სეზონში 51 მატჩში ორი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112591