"ლივერპულის" მეკარე დანი უორდი კარიერას "ლესტერში" გააგრძელებს. როგორც Sky Sports-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, კლუბები უელსელის ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ და "წითლები" მეკარის სანაცვლოდ 10 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ.
ასევე ცნობილია, რომ უორდი "მელიებმა" კასპაერ შმეიხელის შემცვლელად მიიწვიეს. უახლოეს მომავალში ფეხბურთელი პირადი კონტრაქტის დეტალებს შეათანხმებს და ტრანსფერი ოფიციალურად დასრულდება.
უელსისი ეროვნული ნაკრების სათადარიგო მეკარე "ლივერპულის" პირველი გუნდის შემადგენლობაში კარიერაში ექვსჯერ მოხვდა და უმეტესწილად, 23-წლამდელთა გუნდში ირჯებოდა.