ფეხბურთი

18:14 | 19.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" კიდევ ერთი ახალწვეული წარადგინა

იტალიის ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” კიდევ ერთი ახალწვეული წარადგინა – ლეონარდო სპინაცოლა. იტალიელმა მცველმა გუნდთან 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი და 37-ნომრიანი მაისური მოირგო.

სპინაცოლა აქამდეც “იუვენტუსის” საკუთებაში იყო, მაგრამ ბოლო ორი სეზონი იჯარით “ატალანტაში” გაატარა.

“ამ მომენტს დიდი ხანი ველოდებოდი და ემოციებში ვარ. მადლიერი ვარ “ატალანტას” და ჯამპიერო გასპერინის, რომელთა წყალობით მე იტალიის ნაკრების ფეხბურთელიც გავხდი. გარდა ამისა, ასეთი გუნდი ყურადღება დავიმსახურე. ამჟამად ტრავმიებული ვარ, მაგრამ ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში თამაშს მოვახერხებ. ჩემი შეძენა რამდენიმე გუნდს სურდა, მაგრამ მე ყოველთვის “იუვენტუსში” თამაშზე ვოცნებობდი და სხვა წინადადებები არც განმიხილავს”, - განაცხადა სპინაცოლამ.

25 წლის მარცხენა მცველი “იუვენტუსმა” 2010 წელს, 17 წლის ასაკში “სიენადან” შეიძინა, მაგრამ მთავარ გუნდში არასდროს უთამაშია. სხვა და სხვა დროს იჯარით “ემპოლის”, “ვირტუს ენტელას”, “სიენას”, “პერუჯასა” და “ატალანტას” ღირსებას იცავდა. ლეონარდომ თავისი შესაძლებლობები სწორედ ბერგამოელთა რიგებში წარმოაჩინა. იტალიის ნაკრებში კი დღემდე 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102817